სოფელ წერეთელში ახალი სტადიონის და სავარჯიშო სივრცის მოწყობა 245 361 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ წერეთელში ახალი სტადიონისა და სავარჯიშო სივრცის მოწყობას აპირებს. მარნეულის მერიამ სტადიონისა და სავარჯიშო სივრცის მოსაწყობად ტენდერი 12 ივნისს გამოაცხადა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ ახალი სტადიონი წერეთელში, ე.წ პირველ უბანში, მოეწყობა.

კომბინირეული სპრორტული მოედანისა და ეზოს სავარჯიშოების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 245 361 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. თანხა სრულიად
მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28-დან 30 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 54 900 ლარის ღირებულების ტენდერი 26 დეკემბერს გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის მიხედვით შედგა სოფელ წერეთელში კომბინირებული სპორტული მოედანის და ეზოს სავარჯიშოების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები