გარემოვაჭრეები ალტერნატივის გარეშე ადგილის დატოვებას არ აპირებენ
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მერისს ზედამხედველობის წარმომადგენებმა თვითდასაქმებულებს ადგილის დასატოვებლად ორი დღე მისცეს. 29 მარტს მარნეულში გარევაჭრობა უნდა აკრძალულიყო, თუმცა სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა. კუსტარულად მოწყობილი დახლები ისევ იღებს მომხმარებლებს, გარემოვაჭრეები რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ და მუშაობას რამდენიმე მეტრის მოშორებით გააგრძელებენ. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებიან,
თუ ნორმალური სამუშაო ადგილის პირობას მისცემენ.



„ჩვენც ვხვდებით, რომ გზები დავკეტეთ აქ დგომით, ხალხს უჭირს სიარული. ამიტომ მოვიფიქრეთ რომ ცოტა უკან დავიხიოთ. ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, სად უნდა წავიდეთ ამდენი ხალხი. გადასარჩენი გვყავს ოჯახები. გარდა ამისა, ბანკის ვალები გვაქვს. მოვიდნენ, კი, არ არის პრობლემა, წავალთ სადაც უნდათ. მოვიდნენ შეგვიყვანონ ბაზარში ამდენი ხალხი. მოგვცენ იქ ნორმალური ადგილები, მაგრამ ბოლოში არა - შევალთ და ვივაჭრებთ. 5-6 წელია აწყობილი გვაქვს საქმე. თუ გვითხრეს ნორმალურ ადგილებს მოგცემთ, გადავალთ თუ არა და არ წავალთ. თუ დამაჯარიმებენ, დამაჯარიმონ. იმდენი ბანკის ვალი მაქვს, ვერ ვიხდი და თავის თავად ამასაც ვერ გადავიხდი, წავალ ციხეში დავჯდები, სად წავალ სხვაგან. სამი შვილი მყავს, ოჯახი მაქვს გადასარჩენი“,
- ამბობს ორხან მუსაევი



"რას ვაკეთებთ, ჩვენ ბავშვებს ვარჩენთ, ვასწავლით. შიგნით ბაზარში შევდივართ და მყიდველები ვართ. ჩეკს ითხოვენ ყველაფრისთვის. მომმარაგებელი ფულს ითხოვს, ადგილისთვის ფულს ითხოვენ. იქ ყველაფერში ფულია გადასახდელი. თავი ვირჩინოთ თუ ამათ ფულები ვუხადოთ? ამ ბაზარში ადგილი არ არის, ღია ცის ქვეშ ვივაჭროთ? ან დაგვასქმონ სხვაგან ვიმუშავებთ შვილებს ვარჩენთ. ბავშვი სკოლაში დადის, მასწავლებელთან დადის, ერთი სტუდენტია, გზის ფული უნდა, სწავლის გადასახადი უნდა. როგორ ვიცხოვროთ ჩვენ?", - ამბობს თვითდასაქმებული კამალა გურბანოვა


„გაფრთიხილებით კი გაგვაფრთხილეს, თუმცა გდასვლას ვერსად შევძლებთ, კლიენტები არ გყვავს იქ. რა ვიყიდოთ და რა გავყიდოთ მასე. აქ, გარეთ, პურის ფულის შოვნა შესაძლებელია“


ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თვითდასაქმებულები 26 მარტს გააფრთხილეს და დახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. აღნიშნეს, რომ თუ გარემოვაჭრეები მათ გაფრთხილებას არ დაემორჩილებიან, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ. რა გზით გეგმავს მერია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას და როგორია მათი პოზიცია, ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღის მეორე ნახევარში მოგვაწვდიან.

(მასალა განახლდება)

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები