ნავთობი იაფდება - რა ღირს საწვავი საქართველოს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია. აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ საქართველოში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:
  • „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით,
    1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.34 ლარია; „რეგულარი“ – 3.17; სუპერი – 3.78; ევრო-დიზელი კი 3.49 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.43 ლარია.
  • „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.40 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.50 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.32 და 3.19 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.75 ლარი შეადგინა.
  • „გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.32 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.24 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.14; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.74 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.50 და 3.40 ლარია.
  • დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.25 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 3.08 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 3.40 ლარი ღირს, „ევრო სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.72 ლარია.
  • რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.56 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.46 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.35 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.18 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.78 ლარი ღირს.
  • „პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი - 2.99 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2,89 ლარია; „ევრო დიზელი” – 3.54 ლარი ღირს; „effect დიზელი" – 3.45 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 3.04 ლარია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები