ლიმონის ნამცხვარი (სამარხვო)
გემრიელი სამარხვო ლიმნიანი კეკსი.

ფქვილი - 275 გრ,

შაქარი - 200 გრ.

სოდა - 1 ჩ.კ.

1 ლიმონის ცედრა და წვენი

ვანილი - 3-4 გრ. ან შაქრიანი ვანილი 2 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი - 100 მლ. (მოცემულ რეცეპტში გამოყენებულია ზეითუნის ზეთი)

წყალი - 170 მლ. (ცივი)

მოსართავად:

შავი შოკოლადი (სამარხვო) - 100 გრ.

მარგარინი - 50 გრ.

ლიმონის ცედრა, ნუშის ფანტელები ან დაჭრილი ნიგოზი - სურვილისამებრ




მომზადება


გაახურეთ ღუმელი 200C-მდე

ჯამში ერთმანეთში კარგად აურიეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ყველა ინგრედიენტი რომ თანაბრად გადანაწილდება, შემდეგ დაამატეთ ზეთი, 1 ლიმონისგან გამოწურული წვენი და წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

საცხობ ფორმას გვერდებზე წაუსვით მარგარინი ან ზეთი, ხოლო ძირში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ჩაასხით ცომი ფორმაში და შედგით გახურებულ ღუმელში 30 წუთით. როდესაც ზედა მხარე მოიბრაწება, ხოლო ასანთის ღერი მშრალი ამოვა ნამცხვრიდან, ე.ი. უკვე მზად არის.

გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან.

გაადნეთ შოკოლადი მდუღარე წყალზე, როგორც ეს სურათშია მოცემული მარცხნივ. თუ შოკოლადის სადნობი ფორმა არ გაქვთ, შეგიძლიათ წყლიან ქვაბზე დადგათ მეორე, უფრო პატარა ზომის ქვაბი ისე, რომ პატარა ქვაბის ძირი ეხებოდეს დიდ ქვაბში ჩასხმულ მდუღარე წყალს (და არა დიდი ქვაბის ძირს). დიდი ქვაბი ისევ ცეცხლზე უნდა იდგას დნობის პროცესში. გაადნეთ ერთად შოკოლადი და მარგარინი. მთლიანად რომ გადნება, კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს და ოდნავ შეაგრილეთ.

შეგრილებული მასა ზემოდან მოასხით უკვე გაგრილებულ ბისკვიტს და შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ ზედა მხარეს და ასევე გვერდებზეც.

ზემოდან სურვილისამებრ მორთეთ ლიმონის ცედრით, ან ნიგოზით ან ნუშის ფანტელებით.

სასურველია ნამცხვარი გააჩეროთ 8 საათი მაინც, რადგან უფრო არომატული ხდება გარკვეული დროის შემდეგ.

რეცეპტი მოვპარეთ: gemrieli.ge-დან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები