მარნეულის მერია კულტურის ცენტრის რესტავრაციას 3 000 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. მარნეულის მერიამ კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 99 600 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, დაგეგმილია კულტურის ცენტრის სრული რესტავრაცია, სამუშაოები კი შემდეგი მიმართულებით უნდა წარიმართოს:

გარე ფასადის კედლების რეაბილიტაცია;
შენობაზე შეძლებისდაგვარად 2 სივრცის დაშენება (ქორეოგრაფიისთვის და თეატრისთვის სარეპეტიციო), სადაც გათვალისწინებული იქნება გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ლიფტის მონტაჟი;
შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია;
არსებული სარდაფების რეაბილიტაცია;
სახანძრო კიბის რეაბლიტაცია;
დარბაზში: სცენის ზედაპირის გამოცვლა, სცენი მექანიზმების აღდგენა/შეცვლა, განათების მოწყობა, ხმის ამრეკვლების მოწყობა, სამაყურებლო სავარძლების შეცვლა, გახმოვანების სისტემის მოწყობა;
სხვადასხვა ოთახებში ტიხრების მოწყობა/რეაბილიტაცია საოფისე ფართებისთვის;
არსებული
სველი წერტილების რეაბილიტაცია;
ორი საგარდერობე ოთახის მოწყობა (კოსტუმებისთვის და მაყურებლისთვის);
შენობის მთავარ შესასვლელში მცირე სამუზეუმო კუთხის მოწყობა;
საგრიმიორო ოთახების მოწყობა;
მარცხენა ფლიგელში ანტერესოლის მოწყობა;
სცენის უკანა მხარეს, შენობაზე ღიობის გახსნა და შესასლელი კარის მოწყობა, დეკორატციის შესატანად;
შენობის შესასვლელში ტურნიკეტების მოწყობა;


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია.

მარნეულის მერიამ კულტურის სახლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 21 მაისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 31 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər