სოფელ დამია გიორარხის საჯარო სკოლაში დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტო)
22 მაისს სოფელი დამია გიორარხის საჯარო სკოლაში, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის და ბაღის მასწავლებლები, დაპატიჟებული სტუმრები და სოფლის მაცხოვრებლები. ღონისძიება დამია გიორარხის ბაგა ბაღის მასწავლებლებმა დააორგანიზეს. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

ღონისძიებაზე საქართველოს დროშა აღმართეს და მშვიდობის სიმბოლო, მტერეტი, გამოუშვეს ჰაერში. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე
ლექსები თქვეს და შეასრულეს საცეკვაო ნომრები. ასევე, მშობლების ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიმართა.

აღსანიშნავია რომ 1918 წელს 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა ოკუპაციამდე ორწელნახევრის განმავლობაში არსებობდა. ამ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ეროპული ქვეყნების მიერ იქნა აღიარებული. საქართველომ დამოუკიდებლობა გასაბჭოებიდან 70 წლის შემდეგ -1991 წელს 9 აპრილს ისევ აღადგინა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər