საქსტატი: ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1722 ლარია, 1 პირის შემოსავალი — 521 ლარი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ ოჯახზე, წინა წელთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა.

ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-ით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა
წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა.

თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.8% შეადგინა.

2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 16.7%-ითგაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ჯახების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.2% შეადგინა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 23.5 პროცენტით გაიზარდა და 1 706 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7 პროცენტით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7 პროცენტი შეადგინა.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər