სტიქიასთან დაკავშირებით მარნეულის მერიაში ამოქმედდა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი
სტიქიასთან დაკავშირებით მარნეულის მერიაში ამოქმედდა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი. ინფორრმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ და მიაწოდომ ინფორმაცია ზიანის შესახებ შემდეგ ნომრებზე:

591 976369
591 975804

“მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ ზიანის ლოკალიზებაზე. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი
და სამაშველო აქტივობები. აღსანიშნავია, რომ მერიაში არსებული „მუდმივმოქმედი სტიქიისა და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი კომისიის“ ბაზაზე, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მოახდენენ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის შესწავლას. “
- წერს მუნიციპალიტეტი.

უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər