მარნეულში მომხდარ სტიქიის შედეგებს ექვსი სამუშაო ჯგუფი სწავლობს
მარნეულში მომხდარ სტიქიას ექვსი სამუშაო ჯგუფი სწავლობს. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ უთხრა, მიღებული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, ვინაიდან სიტუაციის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. მერიის მუდმივმოქმედ სტიქიისა და ხანძრის შედეგად წარმოქმნილ ზარალის დამდგენ კომისიას 5 მობილური ჯგუფი დაემატა და მარნეულის მასშტაბით საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა მუნიციპალიტეტის
ცხელი ხაზიც. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ზიანის შესახებ შემდეგ ნომრებზე:
  • 591 976369
  • 591 975804
თუ რამდენი ზარი შევიდა მითითებულ ნომრებზე 27 მაისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ჯერ სტატისტიკა არ აქვს.

25 მაისს, ღამის საათებში უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.
ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები სტიქიის ზონებში.

პირდაპირი ეთერი მარნეულის ბაზრიდან:



გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər