დმიტრო კულება - რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ - ნუ იყიდით მოპარულს, ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ იყიდიან უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს რუსეთისგან და ნუ გახდებიან რუსული დანაშაულების თანამონაწილეები.

როგორც კულება "ტვიტერზე" წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი.

"რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე,
გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი",
- წერს კულება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები