რუსული „ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორის კუთვნილი ნობელის პრემია 103,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება
რუსული დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორის, დიმიტრი მურატოვის კუთვნილი ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, 103,5 მილიონ დოლარად (84 მილიონი ფუნტი) გაიყიდა. აღნიშნულის
შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, მურატოვმა აღნიშნა, რომ შესული სრული თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება.

როგორც ცნობილია, მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წელს, რუსეთში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გადაეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები