როგორ აბალახებენ მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსების გარეშე დმანისში
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში „მინდვრის დღე“ მოეწყო. მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთს, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ერთადერთია. საძოვარი 38 ჰექტარზეა მოწყობილი, დაყოფილია ზონებად და შემოსაზღვრულია ელექტრო ღობით.


ეს ყველაფერი სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობიდან მიღებული ფინანსებია, დაუზოგავს დროს, ენერგიას და გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ შემოსავალს.

როგორც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის კოორდინატორი, ანა რუხაძე განმარტავს, პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.


როგორც კავკასიის
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისწარმომადგენელი, ჯიმშერ კოშაძე ამბობს, მნიშვნელოვანია საძოვრების სწორი მართვა და გამოყენება, რადგანაც ის წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მეცხოველეობისათვის.


„პროექტი, რომელიც ეხმიანება საძოვრების მდგრად მართვას ეს არის მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით. დღევანდელი „მინდვრის დღე“ არის ის, რომ ღონისძიებაში მონაწილეებს ვესაუბროთ საძოვრების მდგრადი მართვის ტექნიკებზე“


„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ საველე ექსპერტი, საძოვრების აღდგენის პროექტში ანზორ გაგოშიძე გვიყვება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სარგებლობის საძოვარზე გაუმჯობესდეს ადგილობრივი საძოვრის მდგომარეობა, პირუტყვის პროდუქტიულობა, რაც მოსახლობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე აისახება.



დმანისის კონტროლირებად საძოვარზე ახლა დაახლოებით 60 მსხვილფეხა პირუტყვი ბალახობს. ეთერი გოგოჭური სოფელ განახლებაში ცხოვრობს. მისი შემოსავლის მთავარი წყარო რძის პროდუქტებია. ამბობს, რომ პროექტმა მათ ყოფით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რაც დროის დაზოგვასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება.

„გარშემო ყველა მიწის ნაკვეთი გაიყიდა. სოფლის სარგებლობაში ძალიან ცოტა დარჩა და მართლა დროულად მოგვისწრო ამ პროექტმა. მთელი ზაფხული ნახევარჯერ მეტი მშიერი იყო ხოლმე საქონელი, ახლა კიდევ მთელ ზაფხულის განმავლობაში აქვთ საკვები.“

მსგავსი საძოვრები პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ მუნიციპალიტეტშია. მათ შორის სოფელ ნანიანსა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და სოფელი სნოში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).



კონტროლირებადი ძოვება არის ყველაზე ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი
ინსტრუმენტი საძოვრების ხარისხისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.
კონტროლირებადი ძოვების უპირატესობებია:
  • საძოვრის პროდუქტიულობის ამაღლება;
  • ბალახის გაზრდილი ბიომასა და გაუმჯობესებული სახეობრივი შემადგენლობა;
  • სარეველების გავრცელების შემცირება;
  • საძოვრებით ეფექტური სარგებლობა ზრდის პირუტყვის პროდუქტიულობას, რაც
  • დადებითად აისახება შინამეურნეობის შემოსავლებზე;
  • პირუტყვის პარაზიტული დაავადებების გავრცელების პრევენცია.
პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები