დასაქმებული მშობლებისთვის მარნეულში „საზაფხულო ბაღში“ რეგისტრაცია იწყება

მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ წელსაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია

ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა რადიო “მარნეულთან“ საუბრისას თქვა

ქარამოვის თქმით, თუ „საზაფხულო ბაღზე“ დიდი მოთხოვნა იქნება, შესაძლოა მეორე ჯგუფიც გახსნან.

„საზაფხულო ბაღზე“ მოთხოვნა დიდია და უკვე მიმართვები არის. თუ ბევრი იქნება მიმართვა შესაძლებელია მეორე ჯგუფიც გავხსნათ. ერთ ჯგუფში 30 ბავშვი უნდა იყოს“.-ამბობს ზაურ ქარამოვი

გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, საზაფხულო ბაღი გათვლილია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლის ორივე მშობელი დასაქმებულია.

„საზაფხულო ბაღი როგორც ყოველთვის მარნეულში მოქმედი N1 ბაღში იქნება. აქაც რეგისტრაცია ივნისის მეორე კვირის პირველი დღიდან დაიწყება. „საზაფხულო ბაღი“ 1 ივნისიდან 30 ივლისამდე იმუშავებს. რეგისტრაციისთვის აუცილებელია, ორივე მშობელი იმუშაოს. ორივე მშობელმა სამუშაო ადგილიდან ცნობა უნდა წარმოგვიდგინონ“

მარნეულში საზაფხულო ბაღის მუშაობის გამოცდილება წლებია არსებობს. მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღი N1 საბავშვო ბაღის ბაზაზე ფუნქციონირებს. ბაღი საქმიანი მშობლების ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 3 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პროცესი ბაღებში განხორციელდება.

ბაღში რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებია:
ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა 4 ფოტოსურათი (3/4) , მშობლის პირადობის მოწმობის ასლი , რეგისტრაციის ბარათი.

ამის გარდა:
სოციალური სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის არსებობის შესახებ საბუთის წარდგენა.
ამავდროულად, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი. (არსებობის შემთხვევაში)
აღსანიშნავია, რომ ბავშვების რეგისტრაცია 12 ბაღში განხორციელდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები