მარნეულის არხებში სარწყავი წყლის გაშვების დრო უცნობია - სტიქიამ 13 სათავე ნაგებობა წაიღო
25 მაისს მომხდარი სტიქიის გამო მარნეულის სარწყავ არხებში წყლის მიწოდება შეჩერებულია.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელმა თორნიკე გოგლიძემ განუცხადა, რომ წყალდიდობამ მარნეულის მასშტაბით 13 სათავე ნაგებობაა წაიღო და ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სარწყავი წყლის გაშვების კონკრეტული დრო, ჯერჯერობით, უცნობა.

სადაც დაზიანებაა, ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, ახლაც ერთ -ერთ სოფელში
ვართ გამოსული. სათავე ნაგებობები ფაქტობრივად წაიღო წყალმა,13 ერთეული სათავე ნაგებობაა მთლიანად წაღებული თავისი გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთებით და სასოფლო სამეურნეო სავარგულებით. ხალხს დათესილი რომ ჰქონდა, ისიც კი წაიღო წყალმა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, კალაპოტიც არ გვაძლევს სრულად სამუშაოს გაგრძელების საშუალებას. ვმუშაობთ და რაც შეგვეძლება უმოკლეს ვადაში აღვადგენთ. „ -
თქვა თორნიკე გოგლიძემ

ხრამი-დებედას ხელმძღვანელის თქმით, მარნეულის სოფლებს სარწყავ წყალს ეტაპობრივად, აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიაწვდიან.

25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები