მარნეულში 5 დღის განმავლობაში სპექტაკლები გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 1-5 ივნისის ჩათვლით, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად,  ქალაქ მარნეულშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს და წერს, რომ პროგრამა სხვადასხვა წარმოდგენას მოიცავს.

პროგრამა :

• 1 ივნისი 15:00 საათი-ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს“;

• 2 ივნისი 17:00 საათი-აზერბაიჯანის
აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი, სპექტაკლი „მალიქ მამადი“;

• 3 ივნისი 15:00 საათი-სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლი „პატარა უფლისწული“;

• 4 ივნისი 15:00 საათი-დამოუკიდებელი პროექტი ფოთიდან, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ნიკო ნიკოლაძე“;

• 5 ივნისი 12:00 -14:00 საათი-ამერიკელი მსახიობი, საერთაშორისო თეატრის რეჟისორი და პროფესორი, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი: სამსახიობო იმპროვიზაცია;


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იუნესკოს თეატრი, ეროვნული სასახლე, Silk Road Culture Hub, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.

ადგილმდებარეობა: მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები