ქუთაისში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო - ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი დაინახა და გაიქცა. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.


„ქართული ოცნება“
კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər