ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარელბულად ცნო.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ავრცელებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხაბეიშვილს შესაბამისი დადგენილების გადმოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა:

„ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე,“
აცხადებენ პარტიაში.

ლევან ხაბეიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს 2024 წლის 1 მაისს მიმდინარე აქციაზე.

აღნიშნულ საქმეზე ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეებსა, პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე ძალადობაში ამ დრომდე არავინაა ბრალდებული.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər