2023 წელს მარნეულის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში 1 380 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრენსპორტის განვითარებაში 1 380 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მარნეულის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის ავტოპარკის სუბსიდირება, მისი გამართული მუშაობის მიზნით და არსებული ავტოპარკის განახლება.

„არსებულ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ბალანსზე არის 21 სატრანსპორტო საშუალება (მ.შ. 17 ავტობუსი და 4 მიკროავტობუსი). ამჟამად
შ.პ.ს. "მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი" 19 მარშუტზე ემსახურება 45 სოფელს. წლის განმავლობაში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა შეადგენს საშუალოდ1 160 000 მგზავრს.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება“
- აღნიშნულია მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის ქვეპროგრამის აღწერაში

მარნეულის მერია მუნიციპალური ავტოპარკს 900 000 ლარით დაასუბსიდირებს.
2023 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა ასევე გეგმავს ორი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვას ორწლიანი პროცენტული დაფინანსების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც 2023 წელს ავტობუსების თანხის 40%-ია გადასახლდელი. მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტში 480 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები