თამარისის სპორტული მოედნის მოწყობა 82 123 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მარნეულის მერიამ თამარისისათვის 82 123 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება კალათბურთის ფარების და ფეხბურთის კარების მონტაჟი, განათების მოწყობა და სხვა.

“ ჩატარდეს სადემონტაჟო, სამონტაჟო სამუშაოები. სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება მოედნის ხელოვნური ბალახის საფარი, დემონტაჟს ექვემდებარება ასევე მოედნის კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება დაზიანებული
LED სანათები, ასევე მოხდება ტრიბუნის ხის მასალის დემონტაჟი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: დამონტაჟდეს კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები, მოედნის და ტრიბუნების ლითონის კონსტრუქციები და ლითონის ბადე დაზუმფარდეს და შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავით 2 ფენა, მოეწყოს ახალი ხელოვნური საფარი და დამონტაჟდეს LED განათება. აღდგეს ხის მასალა ტრიბუნებზე”
- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თამარისი პროექტი შპს “არქგზაკომუნპროექტი"-მ შეასრულა. ტენდერში მსურველ კომპანიებს მონაწილეობა 3-8 ივლისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები