5 თვეში თითქმის 18.6 მლნ აშშ დოლარის ჩინური ავტომობილი შემოვიდა - რა ჯდება ერთი მანქანა
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული (18.598 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 726 ერთეული (8.582 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

ამასთან, ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია. კერძოდ, წელს
5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული (967.364 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, საიდანაც 1.7% ჩინურზე მოდიოდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 82 841 ერთეული (1.262 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან მხოლოდ 0.9% იყო ჩინეთიდან.

რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთი ავტომობილი საშუალოდ, დაახლოებით, 16.6 ათას აშშ დოლარი ღირს, თუმცა მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს.
წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები