მარნეულის ერთადერთი შუქნიშანი რამდენიმე დღეა გათიშულია
უცნობია თუ როდის ჩაირთვება მარნეულის ერთადერთი შუქნიშანი. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ შუქნიშანის გათიშვის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მერიის განცხადებით, შუქნიშნის გათიშვისთანავე ვერ ჩატარდა დიაგნოსტიკა, თუ რატომ გაითიშა შუქნიშანი, რადგან
მომსახურეობის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ საჭირო მომსახურება შესყიდულია. მარნეულის ერთადერთ შუქნიშანს დიაგნოსტიკა ჩაუტარდება და უახლოეს მომავალში შეკეთდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები