პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს
კითხვას, აქვს თუ არა მას აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა მან მეილზე
(ელექტრონულ ფოსტაზე) ინფორმაცია აშშ-სგან სავიზო შეზღუდვის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა
მეთიუ მილერმა დღეს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კითხვას უპასუხა
რუსული კანონის გამო ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე.