სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ატყუებდა, რომ
ფოტოგრაფი იყო, რა გზითაც მათ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილებს
დაუფლა.