„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რომელიც რამდენიმე დღის წინ
დაარბიეს, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების, ასევე,
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ესტონეთის პარლამენტში დარეგისტრირდა წინადადება საქართველოს შესახებ,
რომელშიც 44 დეპუტატი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი
პარტიის მიერ ანტი-დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას, რაც
ევროატლანტიკური კურსის შესახებ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას
ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს
კითხვას, აქვს თუ არა მას აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა მან მეილზე
(ელექტრონულ ფოსტაზე) ინფორმაცია აშშ-სგან სავიზო შეზღუდვის შესახებ.